დროისა და სივრცისგან დამოუკიდებელი სწავლება თანამედროვე მსოფლიოში

Instructor

Giorgi Araviashvili

Reviews (1)

eka Jeladze

Overview

ადრე ნასწავლი იყო ის, ვისაც ხელი მიუწვდებოდა ინფორმაციაზე. დღეს ინფორმაციაზე წვდომა ყველასთვის ძალიან ადვილია, ხოლო ინფორმაცია კი განუზომლად დიდი.  

21-ე საუკუნეში  მასწავლებელი აღარაა ინფორმაციის ერთადერთი წყარო, რომელსაც აქვს ერთადერთი სწორი პასუხი ყველა კითხვაზე. უამრავი სტრატეგია, წყარო და ფორმა არსებობს ინფორმაციის მიღების და სწავლისთვის”. მაგ. მულტიმედია საშუალებები: ვიდეო, აუდიო, გრაფიკული გამოსახულებები, ინფოგრაფიკები და ა.შ.

ტექნოლოგიების ერაში  მარტო ფიზიკური საკლასო ოთახი აღარ არის სასწავლო სივრცე. მთავარია გქონდეს მობილური/ან ტაბლეტი/ან კომპიუტერი და ინტერნეტ-კავშირი სულ ეს არის საჭირო იმისათვის, რომ  სწავლა შევძლოთ ნებისმიერ ადგილას, თუნდაც საკუთარ ოთახში გემრიელად მოკალათებულებმა.

შეიცვალა მსოფლიო და აუცილებელი ხდება შეიცვალოს სწავლების სტილი, ვფიქრობ ჩვენ გვჭირდება შევხედოთ სწავლებას როგორც საგანმანათლებლო თვით–ორგანიზაციის პროდუქტს.  თუ მისცემ ამ პროცესს თვით–ორგანიზების საშუალებას სწავლება თავისით ხდება.

კურსში ვისაუბრებთ საიტზე რომელზეც ბევრი საინტერესო რამ შეიძლება გაიგოთ ონლაინ სწავლების  შესახებ. ეს არის ონლაინ სწავლების - eliademy.com პლათფორმა. ამ პლატფორმაზე შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენთვის საინტერესო სასწავლო კურსები. პლატფორმაზე განთავსებულია ონლაინ ლექციები და კურსები, ვიდეო გაკვეთილები, ვიდეო ლექციები, ვიდეო რესურსები და ა.შ. 

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ღია მასობრივი სწავლებით მაშინ ვესტუმროთ საიტს, თქვენს ყურადღებას გავამახვილებ შემდეგ საკითხზე, რომ eliademy.com -ზე, ნებისმიერ ინდივიდუალურ პირს და არა მარტო უნივერსიტეტებს შეუძლია განათავსოს თავისი სილაბუსი და აწარმოოს ონლაინ სწავლება.   eliademy.com -ზე,  განთავსებულია კატალოგი როგორც ინგლისურ, ასევე რუსულ ენებზე, ლექციები მოცემულია ინგლისურად , ესპანურად, ფრანგულად, გერმანულად, ჩინურად. თუმცა საშუალება გვაკვს ქართულადაც ვაწარმოოთ სწავლლება ჩვენი სილაბუსით. შესაბამისად eliademy.com   ჩვენთვის კარგი არჩევანია. საიტს მარტივი და ინტუიტიური სანავიგაციო სისტემა აქვს და კარგად ორგანიზაბულია. 

კურსის მთავარი მიზანია ვასწავლოთ კურსანტებს თუ როგორ აწარმოონ საკუთარი ონლაინ კურსი და გახადონ წარმატებული საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ!

კურსის სილაბუსი:

კურსის მიზანი სწავლის შედეგები:

  • გაიაზროს e-learning სწავლების მნიშვნელობა 21-ე საუკუნეში.
  • კურსის დაგეგმვისა და ონლაინ კურსის  სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა.
  • მიზნების შემუშავება სასწავლო კურსისთვის.
  • კურსის სილაბუსის და სასწავლო გეგმის შემუშავება.
  • მოამზადოს მასალები ეფექტურად სასწავლო კურსისათვის.
  • შეისწავლოს და შექმნას საკუთარი სასწავლო კურსი ელიადემზე.
  • სილაბუსში არსებული თემების შესასწავლად სწორი სტრატეგიების  შერჩევა და განხილვა.
  • რეკომენდაციები და რჩევები როგორ შეფასდეს სტუდენტისის მიერ მოსმენილი მასალის გაგება გააზრება გამოყენება.
  • შეისწავლოს, თუ როგორ შექმნას მაღალმოხმარებადი კურსი.
  • მრავალფეროვანი რესურსით გამდიდრებული სასწავლო კურსი.
  • კურსისთვის შექმნას და გამოიყენოს ტექნოლოგიები ეფექტურად.
  • გახდეს წარმატებული და გაუზიაროს ცოდნა მსმენელებს.
  • გამოიყენოს თავისუფალი დრო ეფექტურად.

შინაარსობრივი გეგმა:

  • დროისა და სივრცისგან დამოუკიდებელი სწავლება თანამედროვე მსოფლიოში
  • რატომ ონლაინ კურსით სწავლა-სწავლება 
  • ელიადემი და მისი უპირატესობები.
  • კურსის ინტერფეისის გაცნობა და მასში ნავიგაცია
  • კურსისთვის მონახაზის შექმნა, მასალების მოძიება, სასწავლო გეგმის და სილაბუსის შექმნა
  • ელიადემიზე რეგისტრაცია ინსტრუქტორის როლში და კურსის განთავსება.
  • Premium მომხმარებელი და მისი უპირატესობები.
  • როგორ გავხადო კურსი წარმატებული
  • გაგვიზიარე და შეაფასე შენი ონლაინ კურსი რუბრიკით
  • კურსის სრულყოფისთვის სხვადასხვა ინფორმაციული ერთეულების გამოყენება (ტექსტური, ფოტო, აუდიო-ვიდეო)

- ტექსტური რედაქტორი Word.

- საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint.

- ვიდეოს შექმნა კურსისათვის

- ვიდეოს განთავსება და გამოქვეყნება youtube პორტალზე.

 

აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ გაიცემა ონლაინ სერტიფიკატი:

  • სერტიფიკატი გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ მსმენელი გაიაზრებს და განივითარებს იმ უნარჩვევებს რომელიც ზემოთ არის აღნიშნული, რომლის შემოწმებაც კურსში არსებული ტესტირებით მოხდება.
  • შექმნის სასწავლო კურსს, რომელიც შეფასდება ონლაინ სწავლების რუბრიკით. იხილეთ ბმული!

Course content

  • რატომ ონლაინ კურსით სწავლა-სწავლება

  • ელიადემისა  და მისი უპირატესობები

  • კურსის ინტერფეისის გაცნობა და მასში ნავიგაცია

  • ელიადემიზე რეგისტრაცია ინსტრუქტორის როლში და კურსის განთავსება.

  • კურსისთვის მონახაზის შექმნა, მასალების მოძიება სასწავლო გეგმის და სილაბუსის შექმნა

  • როგორ გავხადო კურსი წარმატებული

  • Premium მომხმარებელი და მისი უპირატესობები.

  • გაგვიზიარე და შეაფასე შენი ონლაინ კურსი რუბრიკით

  • კურსის სრულყოფისთვის სხვადასხვა ინფორმაციული ერთეულების გამოყენება (ტექსტური, ფოტო, აუდიო-ვიდეო)

  • ტექსტური რედაქტორი Word.

  • საპრეზენტაციო პროგრამა PowerPoint.

  • ვიდეოს შექმნა კურსისათვის

  • ვიდეოს განთავსება და გამოქვეყნება youtube პორტალზე.

Interested? Enroll to this course right now.

There is more to learn